ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, აქედან 4 ბავშვი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი, არტიომ დეხტიარენკო აცხადებს.
"დავადგენთ და დავსჯით დამნაშავეებს", - თქვა მან.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იყო, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ.
თავდასხმა ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს.