logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნების II ტური ჩატარდება

11 აპრ 202213:06
3 წუთის საკითხავი
clock 788
2022/04/11/4djyp1bv7oldp23.png

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

მოქმედმა ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამარჯვება ვერ შეძლო. გაიმართება მეორე ტური. 

ე.წ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დეფაქტო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ბიბილოვი და პარტია "ნიხასის" ლიდერი, ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

"არჩევნები ტარდება მოქმედი კანონის სრული დაცვით. არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე.

ჩვენ უკვე ვაცნობიერებთ, რომ დათვლილი ბიულეტენების მიხედვით მეორე ტური იქნება. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მოხარული ვარ, რომ მეორე ტურში ალან ედუარდოვიჩ გაგლოევთან ერთად გავდივარ". - განაცხადა ბიბილოვმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები კვირას გაიმართა. 

ის დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, აშშ-მ, უკრაინამ, გერმანიამ, ლიეტუვამ და ლატვიამ. ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ე.წ არჩევნებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 


close დახურვა