უპრეცედენტო დანაშაული საჯარო სამსახურში - როგორ ირიცხებოდა ბიუჯეტიდან ფული აზარტული თამაშების ანგარიშებზე. გორის მერიის კულტურის და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, დაკავებული არავინაა, სუს-ის გამოძიებას ოქროს მოწმედ ჰყავს სამსახურის ბუღალტერი, რომელმაც სხვათა შორის სწორედ გათამაშებაში მოიგო ძვირადღირებული ავტომობილი.