logo
ENG



პუტინი: ვეხმარებით ხალხს, ვიხსნით გენოციდისგან და ვიღებთ ზომებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის

12 აპრ 202215:25
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე კომენტარი გააკეთა.

პუტინმა განაცხადა: "ეს გარდაუვალი იყო [ომი], ერთადერთი ფაქტორი მხოლოდ დრო იყო. ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით ხალხს, ვიხსნით გენოციდისგან, მეორე მხრივ კი ვიღებთ ზომებს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცხადია, სხვა გზა არ გვქონდა. ეს სწორი ნაბიჯია, მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული". 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს. ქალაქი მარიუპოლი კი ამ დრომდე ალყაშია. ის ადამიანები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები არ კლავენ, შიმშილით და უწყლობით იხოცებიან. 


close დახურვა