logo
ENG



არესტოვიჩი: მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ გაარღვია ალყა და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

13 აპრ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩი: მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ გაარღვია ალყა და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადამ მარიუპოლში ალყა გაარღვია და აზოვის ბრიგადას შეუერთდნენ.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის 1 026 სამხედრო დანებდა, რაც არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში განცხადებით უარყო.

„მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის დანაყოფმა ძალიან სარისკო და კომპლექსური მანევრის შედეგად გაარღვია ალყა და აზოვის ბატალიონს შეუერთდა. 36-ე ბრიგადამ თავიდან აიცილა დამარცხება და მიიღო დამატებითი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რეალურად მეორე შანსი მოიპოვა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი.

არესტოვიჩის თქმით, შედეგად ქალაქ მარიუპოლის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა.


close დახურვა