logo
ENG



CNN: აშშ მაღალი რანგის ოფიციალური პირის უკრაინაში გაგზავნას განიხილავს

14 აპრ 202210:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/fyo59gxlcp5gohq.jpg

CNN წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ მაღალი რანგის ადმინისტრაციის წევრის უკრაინაში გაგზავნას განიხილავს.

მედიის ცნობით, ეს არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ან ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მაგრამ წყარო მედიას უყვება, რომ ხელისუფლება განიხილავენ თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გაგზავნას, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

კიევს უკვე არაერთი მსოფლიო ლიდერი ეწვია. მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

გუშინ კიევში ევროპის 4 ქვეყნის: პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ. 


close დახურვა