
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა წარსულში ორჯერ ნასამართლევ პირს, რომელმაც ნიკორა დააყაჩაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, კაცი 2021 წლის 12 აგვისტოს ნიკორას ერთ-ერთ ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა. ის მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.
უწყების ცნობით, ის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის იყო ნასამართლევი.