პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ოქტომბრამდე 6 წელი უსრულდებათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს.
ცვლილებას მხარი ერთხმად, 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.
პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
ზოგადი განათლების შესახებ დღეს მოქმედი კანონით დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. არსებული კანონი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევდა.