
16 აპრილს კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 22 693 ტესტი - 20 781 ანტიგენ ტესტი, 1 912 PCR ტესტი.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 1,25%.