უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრ მოტუზიანიკი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჯგუფება დაასრულა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადებიან.
მოტუზიანიკის თქმით, ყველაზე ინტენსიური ბრძოლები სლობოჟანსკის და დონეცკის რეგიონებში მიმდინარეობს.
"[რუსეთი] ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს ყირიმთან სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა", - განაცხადა მოტუზიანიკმა.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უკრაინულმა ჯარებმა ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.