logo
ENG



ხოშტარია: ხოცვა-ჟლეტის დროს ქალაქს საზეიმო კონცერტებში ნუ ჩავაფლობთ

20 აპრ 202200:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/4ssp2t8y3rurwsl.png

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ყოველ შაბათ-კვირას თბილისში "ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება". 

ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინაში ხოცვა-ჟლეტვის პარალელურად თბილისში საზეიმო კონცერტებს მოქალაქეები არ უნდა დაესწრონ.

"შაბათ-კვირას ყველა ადამიანს აქვს არჩევანი, გასართობ კონცერტზე არ იმღეროს და არ მივიდეს. რაც არ უნდა სირცხვილი შემოგთავაზოს მთავრობამ, ხალხის გარეშე არ გამოვა. ამიტომ ავიღოთ ჩვენც პასუხისმგებლობა და ხოცვა-ჟლეტის დროს ქალაქს საზეიმო კონცერტებში ნუ ჩავაფლობთ. არ უნდა ამას არც პოლიტიკა და არც მთავრობა, ინდივიდუალური არჩევანიც საკმარისია". - წერს ხოშტარია ფეისბუქზე


close დახურვა