logo
ENG



კობახიძე სასამართლოს კრიტიკაზე: ე.წ. NGO-ებს სასამართლოზე ენმ-ს გავლენის აღდგენა სურთ

21 აპრ 202223:22
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე სასამართლოს კრიტიკაზე: ე.წ. NGO-ებს სასამართლოზე ენმ-ს გავლენის აღდგენა სურთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მათ ვინც დღევანდელ მართლმსაჯულებას აკრიტიკებს, სურს, "ნაცმოძრაობის გავლენა" აღადგინოს სასამართლოზე.

იმედის ეთერში საუბრისას წამყვანმა მას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოს კრიტიკაზე, სისტემაში მურუსიძის კლანის არსებობაზე ჰკითხა.

"ამ კამპანიას აქვს მარტივი საფუძველი, ვიღაცებს უნდათ, კი არ მიიტაცონ სასამართლო, აღადგინონ გარკვეულწილად მაინც ნაცმოძრაობის გავლენა სასამართლოზე. ესაა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც სურთ კონტროლი სასამართლოზე და ეს კამპანია მთლიანად ამაზეა. ე.წ. NGO-ები ერთადერთი მიზნით არიან დატვირთულები", - განაცხადა კობახიძე. 


close დახურვა