logo
ENG



ლავროვი ბირთვულ ომზე: საფრთხე სერიოზული და რეალურია

26 აპრ 202210:34
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბირთვულ ომზე საუბრისას აცხადებს, რომ ამის საფრთხე "სერიოზული და რეალურია". ამაზე ლავროვმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში საუბრისას თქვა.

ლავროვი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემას "ცეცხლზე ნავთის დასხმას" უწოდებს.

"მე არ ვისურვებდი, რომ ეს რისკები ახლა ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. ახლა ყველა ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივი პროვოკაციები, რომებიც უკრაინის ხელისუფლების დასაცავად, პრაქტიკულად, ითხოვენ ნატოს ჯარების შეყვანას. ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ უკრაინას შეიარაღებას, რაც ასევე ცეცხლზე ნავთს ასხამს"- ამბობს ლავროვი.


close დახურვა