
ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 31%;
- ენმ - 16%;
- გახარია საქართველოსთვის - 4%;
- დროა - ელენე ხოშტარია - 2%;
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
- ლეიბორისტული პარტია - 2%;
- ხალხისთვის - 2%;
- ლელო - 2%;
- პატრიოტთა ალიანსი - 1%;
- ალტ-ინფო - 1%;
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 1%;
- მოქალაქეები - 1%;
- სხვა პარტიები - 2%;
- არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს - 4%;
- არც ერთი - 11%;
- არ ვიცი - 12%;
- უარი პასუხზე - 7%.
გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.