გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, რომლის გენერალური მდივანიც ზურაბ პოლოკიკაშვილია, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრა UNWTO-ის რიგგარეშე სესიაზე ჩატარდა.
წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით ორგანიზაციას რუსეთმა სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთმა დატოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ორგანიზაციას და ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობა გადაუხადა.
თავად პოლოლიკაშვილმა ტვიტერზე დაწერა:
მესიჯი ნათელია: ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მშვიდობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამონაკლისის გარეშე, ყველასთვის გარანტირებული.