logo
ENG



კორონავირუსის სტატისტიკა კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება

02 მაი 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock 762
კორონავირუსის სტატისტიკა კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება.

უწყების ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება, ყველა სხვა დახურულ სივრცეში, მათ შორის, სკოლებში, პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.1%-ია. 


close დახურვა