logo
ENG



თბილისის მერიამ სამგორისა და ახმეტელის მეტროსადგურებთან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

03 მაი 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/yu5h4i18d2jrdzw.jpg

თბილისის მერიამ სამგორისა და ახმეტელის მეტროსადგურებთან გარემოვაჭრეების დახლები აიღო.

მერიაში აცხადებენ, რომ სამგორისა და ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.

"გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ", - აცხადებენ მერიაში.


close დახურვა