ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ფორმულას წყარო უყვება, ცერცვაძემ ამაზე სამინისტროს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ფორმულას ინფორმაციითვე, ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებებზეა გაბრაზებული, რომელშიც ზურაბ აზარაშვილი კოვიდის მართვის დროს საწოლების მართვის ხელოვნურ ზრდასა და ცარიელ საწოლებში გადახდილ თანხებზე საუბრობდა და ასევე, კლინიკების ხელმძღვანელებს აკრიტიკებდა.
თავად ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ "მუშაობას აგრძელებს".