ფორმულამ უკრაინაში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზოვის ბატალიონის მეთაურთან, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა სწორედ მარიუპოლის აუღებელი პოლკისკენაა მიმართული. მეტალურგიული კომბინატის ხელში ჩასაგდებად პუტინის არმია შტურმს არ წყვეტს.
აზოვსტალში ჰუმანიტარული კატასტროფაა, არ აქვთ შუქი, წყალი, მედიკამენტები, ჰოსპიტალი მიწასთან გასწორებულია, ათას მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად, ადგილზე 500 მდე დაჭრილია. "აზოვის“ პოლკის კიევის მიმართულების მეთაურს მაქსიმ ჟორინს ნინო ვარძელაშვილი ესაუბრა, - ნინო, რა ცნობები აქვს მეთაურს ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან?