logo
ENG



მსოფლიო ბანკი უკრაინას $1.5 მილიარდს გადასცემს - უკრაინის ფინანსთა სამინისტრო

07 მაი 202221:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/rwjygzo5duwx8lq.jpg

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდს მიიღებს.

სამინისტროს ცნობით, ფინანსებს საჯარო მოხელეებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლების კომპენსაციისთვის გამოიყენებენ.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა და მსოფლიო ბანკი ემზადებიან, დაასრულონ მოლაპარაკებების პროცესი „უკრაინის ხელისფულების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერ“ პროექტზე, რაც უკრაინისთვის 1.5 მილიარდი დოლარის გადაცემას ითვალისწინებს.

„ამ პროქტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და ასევე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, უკრაინა მიიღებს 1.492 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს.

ფინანსები გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად, რათა სახელმწიფო ორგანოებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლებმა, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე, მიიღონ ანაზღაურება“, - წერია განცხადებაში.


close დახურვა