logo
ENG



მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, სოფელი სკრა დაიტბორა

09 მაი 202217:21
3 წუთის საკითხავი
clock 865

მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, სოფელ სკრაში 50-მდე სახლი და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ორ კვირაზე მეტია სოფელში ასეთი მდგომარეობაა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

მათი თქმით, საჭიროა, მდინარე მტკვრის კალაპოტის გასწორება და სოფელში სანიაღვრე სისტემის გაყვანა.

"ჯებირის გაკეთება დაიწყეს. ორი წელი გვეუბნებოდნენ, რომ დაამთავრებდნენ, მაგრამ ორი წელია ვერ დაამთავრეს, 150 მეტრია კიდევ გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ არც ეს 150 მეტრი გვიშველის იმიტომ, რომ მტკვარმა შეიცვალა კალაპოტი. დასახლების თავსა და ბოლოში უნდა კალაპოტს გასწორება. სანიაღვრეებსაც არ გვიკეთებენ და გვეუბნებიან, რომ მერიას მილის ფული არ აქვს, რომ დაგვაფინანსოსო"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


close დახურვა