logo
ENG



საქართველოს ფოსტა: კვლავ განვაგრძობთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას

11 მაი 202218:51
3 წუთის საკითხავი
clock 1030
საქართველოს ფოსტა: კვლავ განვაგრძობთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას

საქართველოს ფოსტა აცხადებს, რომ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინაში. 

დღეს, 11 მაისს, ფორმულას ფოსტაში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ომის მიმდინარეობისას კომპანიამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი გახადა. 

მათი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში უფასოდ გაგზავნის აქცია დასრულდა. უფასოდ გაგზავნა ომის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ფორმულამ საქართველოს ფოსტას ჰკითხა, რატომ დასრულდა ეს აქცია, როცა უკრაინაში ომი ისევ მიმდინარეობს. პასუხი რამდენიმე საათში მოგვწერეს და გვითხრეს, რომ კვლავ განაგრძობენ ტვირთის უფასოდ გაგზავნას. 

ფოსტის განცხადებით, 28 თებერვლიდან 1-ლ მაისამდე, მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.

"ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს საქართველოს ფოსტა გააგზავნის უკრაინის მიმართულებით". - წერია მათ განცხადებაში. 


close დახურვა