logo
ENG



ფინეთის პრემიერი და პრეზიდენტი: NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს

12 მაი 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock 920

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

"NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი NATO-ში გაწევრიანებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნაბიჯები სწრაფად, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიდგმება", - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა გადაწყვეტილებას გადახედეს და აქტიურად დაიწყეს საუბარი ალიანსთან შეერთებაზე.

ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.


close დახურვა