logo
ENG



ევროკავშირში თვითმფრინავებსა და აეროპორტებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

12 მაი 202212:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/ymkm9d2n9akrg8i.jpg

მომავალი კვირიდან ევროკავშირის ქვეყნებში თვითმფრინავებსა და აეროპორტებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ევროპის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კოვიდპოლიტიკის შეცვლას ემთხვევა.

სააგენტოს თქმით, ავიაკომპანიებს ექნებათ უფლება, ბორტზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.


close დახურვა