ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.
"მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე", - წერია განცხადებაში.
ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს გასული წლის 12 დეკემბერს დააკავეს