logo
ENG



აშშ-ის სენატორმა უკრაინისადმი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემა დაბლოკა

13 მაი 202201:23
3 წუთის საკითხავი
clock 2228
2022/05/13/iu1p7ou0t4fxdo2.jpg

CNN-ის ცნობით, ამერიკელმა სენატორმა კენტუკიდან, რენდ პოლმა უკრაინისადმი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების გადაცემა დაბლოკა. ის კანონპროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.

რენდ პოლის განცხადებით, კანონპროექტი უნდა მოიცავდეს სპეციალური ინსპექტორის პოზიციას, ვინც უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსების დახარჯვას დააკვირდება.

მედიის ცნობით, ორივე პარტია ინსპექტორის პოზიციის არსებობას დიდწილად ემხრობა, თუმცა ბილში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე დროში გაიწელება და უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას გააჭიანურებს.

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიჩ მაქკონელმა სენატს შესთავაზეს, რომ რესპუბლიკელი სენატორის შესწორებაზე ხმის მიცემა დაინიშნოს. თუმცა CNN-ის ცნობით, პოლი ამ ნაწილის უშუალოდ კანონპროექტში დამატებას ითხოვს.

შუმერი აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცება ახლოსაა, ამას მხოლოდ პოლის ბოლო წუთს მიღებული ცვლილებები უშლის ხელს, რასაც მისი თქმით, სენატორთა უმრავლესობა არ უჭერს მხარს.

„პაკეტი მზადაა. ორივე მხრიდან სენატორების უდიდესი უმრავლესობას მისი მიღება სურს. ახლა მხოლოდ ერთი საკითხია რაც გვაფერხებს. ახალგაზრდა სენატორი კენტუკიდან უკრაინის დასახმარებელი სწრაფი პაკეტის მიღებას აფერხებს, რადგან სურს რომ ბოლო წუთას საკუთარი ცვლილებები პირდაპირ ბილში შეიტანოს. მისი ცვლილებებს ორივე პარტიიდან ბევრი სენატორი ეწინააღმდეგება“ - განაცხადა შუმერმა.

შუმერის განცხადებით, რამდენიმე პროცედურული ნაბიჯი იქნება საჭირო, რათა პოლის პოზიცია დაიძლიოს. მისი თქმით, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ. 


close დახურვა