logo
ENG



ღარიბაშვილი ივანიშვილზე: 3 მილიარდ დოლარზე მეტი ხალხს დაახარჯა, სამაგალითო კაცია

13 მაი 202213:23
3 წუთის საკითხავი
clock 4365
ღარიბაშვილი ივანიშვილზე: 3 მილიარდ დოლარზე მეტი ხალხს დაახარჯა, სამაგალითო კაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სამაგალითო კაცია, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქვეყანასა და ხალხს დაახარჯა. 

ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის "დამსახურებაა ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია".

"ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა