logo
ENG



აზოვსტალში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ

14 მაი 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock 495
2022/05/14/uvy454ufn7u8i3c.jpg
Reuters

ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მიმართავენ თხოვნით, რომ ის იყოს შუამავალი რუსეთთან და უკრაინას სამხედროების გამოყვანაში დაეხმაროს.

დღეს, 14 მაისს კიევში გამართული პრესკონფერენციისას უკრაინელებმა, ვისაც აზოვსტალის ბლოკადის გამო ნათესავებთან შეზღუდული კონტაქტი აქვთ განაცხადეს, რომ მათი დახსნისთვის ცოტა დრო აქვთ, რადგან სამხედროებს სამედიცინო მარაგი ელევათ და საკვები თითქმის აღარ აქვთ.

ერთ-ერთი 21 წლის უკრაინელი სამხედროს დედა CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სასწაულისთვის ლოცულობს, რადგან ისინი ახლა "ნამდვილ ჯოჯოხეთში არიან".

„იქ ჯოჯოხეთია, ისინი ნამდვილ ჯოჯოხეთში არიან. ისინი იმსახურებენ მიწის ზემოთ დგომას და მზის დანახვას“ - განაცხადა ტანია ვიჩნიკმა CNN-თან ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ სამხედროების ოჯახებმა მსგავსი თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც მიმართეს.

დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ კი განაცხადა, რომ სამხედროების გათავისუფლების შესახებ რთული მოლაპარაკებები გრძელდება.


close დახურვა