logo
ENG



აშშ-ის სენატის დელეგაცია კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა

14 მაი 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock 3863
2022/05/14/nt9d7ltda1x56x8.jpg

კიევში აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიჩ მაქკონელი კონგრესის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.

პრეზიდენტი ზელენსკი მადლობას უხდის ამერიკის კონგრესს ორპარტიული მხარდაჭერისთვისა და დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის უკრაინელების ბრძოლაში დახმარებისთვის.

“აშშ-ის სენატის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც კონგრესის უმაღლეს პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, მიჩელ მაქკონელი უძღვება არის უკრაინისთვის ამერიკის კონგრესისა მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. მადლობას გიხდით თქვენი ხელისუფლების გამო, ვინც ჩვენს ბრძოლაში გვეხმარება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაცაა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა