logo
ENG



ლომჯარია: კობახიძის განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის

17 მაი 202212:01
3 წუთის საკითხავი
clock 438
ლომჯარია: კობახიძის განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებებს სერიოზულად არ განიხილავს და ისინი ხშირად "იუმორის ჟანრიდან" არის.

მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველი ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინირებულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

"მე დიდი ხანია ვამბობ, რომ არ ვიღებ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად. ცოტა ხნის წინ მან ისიც თქვა, რომ მე თითქოს ვაკეთებდი განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. ვფიქრობ, მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, ამიტომ ასეთი განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია და არ ვაპირებ მის კომენტირებასა და პოპულარიზებას კიდევ უფრო მეტად", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა