logo
ENG



რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, პოლონეთის საზღვართან სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა

17 მაი 202213:44
3 წუთის საკითხავი
clock 1238
2022/05/17/kyly7ut7sjmru7c.jpg

ლვივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, ღამით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, პოლონეთის საზღვართან ახლოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კოზიცკის თქმით, აღნიშნული შემთხვევა ქალაქ იავორივის მახლობლად დაფიქსირდა, სადაც ასევე არის დიდი სამხედრო ბაზა, მსხვერპლის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება. კოზიცკი აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი რაკეტა ჩამოაგდო.

ლვივის მერის, ანდრეი სადოვიის განცხადებით, ქალაქ ლვივში სარაკეტო დარტყმები არ ყოფილა. ღამით რეგიონში კი ორი სარაკეტო აფეთქება მოხდა, მისი თქმით, უცნობია იყო თუ არა სამიზნე თავად ქალაქი.

ომის დაწყებიდნ იავორივს სულ მცირე სამჯერ დაარტყეს. პირველ თავდასხმას სამხედრო ბაზაზე, 13 მარტს, 30-ზე მეტია ადამიანი ესმხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში კი ლვივში მდებარე ტერიტორიები რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა, მათ შორის თვითმფრინავის ნაწილების ქარხანა და საწვავის საცავი.


close დახურვა