logo
ENG



ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

18 მაი 202212:49
3 წუთის საკითხავი
clock 1752

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა.

შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა შეხვედრა. თემაზე კომენტარი არც საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს გენერალური მდივანი დღეს ფინეთისა და შვედეთის ელჩებს შეხვდა, რომლებმაც მას ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.


close დახურვა