logo
ENG



მარნეულში კაცმა, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ, თავი მოიკლა

18 მაი 202217:31
3 წუთის საკითხავი
clock 980

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში 46 წლის მამაკაცმა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, თავი მოიკლა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრი აცხადებს, სოფელში ყაჩაღობა მოხდა, რის გამოც, მისი ძმა განყოფილებაში დაიბარეს. 

მისივე თქმით, განყოფილების დატოვების შემდეგ ძმამ დედას უთხრა, რომ მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს და სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩაუდენია.

ამასთან, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრის თქმით, მის ძმას ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ფაქტმა მის მდგომარეობაზე მძიმე გავლენა იქონია.

"ჩემმა ძმამ თქვა, რომ პოლიციელები სცემდნენ. ისედაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დამატებით ტრავმა მიიღო. პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ, თავს ცუდად გრძნობდა. წაიყვანეს როგორც ეჭვმიტანილი და სცემეს, უნდოდათ ეღიარებინა დანაშაული, გამოუშვეს და თავი მოიკლა", - თქვა გარდაცვლილის ძმამ.


close დახურვა