logo
ENG



ჯაფარიძის თქმით, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე ივანიშვილის სანქცირების საკითხი დააყენა

19 მაი 202217:13
3 წუთის საკითხავი
clock 1390
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე იძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დააყენა. ეს ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"ჩემი პოზიცია იყო - ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] იქ, ზემოთ რომ ცხოვრობს მთაზე, მაინც ამერიკას აბრალებს, თავის ექსპერტების თუ ვიღაც ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ნახატების გამოტანაში, ვერტმფრენის ყიდვაში და რაღაცებში. ჩემი პოზიცია იყო: მართლა რატომ არ შეუშლით ხელს? სანქციებს ვგულისხმობ, პირდაპირი ტექსტით ვუთხარი"- თქვა ჯაფარიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია. ის NGO-ების, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.


close დახურვა