logo
ENG



მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი შესაძლოა უკრაინის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელდეს

19 მაი 202221:56
3 წუთის საკითხავი
clock 1033
2022/05/19/h3drhy7274dbw07.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი შესაძლოა უკრაინის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელდეს.

როგორც მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საფრანგეთი თვალს ადევნებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ სიტუაციას.

"დნესტრისპირეთში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება გამოვრიცხავთ კონფლიქტის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში", - თქვა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი "განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რეგიონულ უსაფრთხოებასა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფას".


close დახურვა