logo
ENG



აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის $40 მილიარდის დახმარების პაკეტი მიიღო

19 მაი 202222:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/oiet2yf6arau830.jpeg

აშშ-ის სენატმა ორპარტიული უმრავლესობით მიიღო უკრაინისთვის 40 მილიარდის დახმარების პაკეტი.

ხმის მიცემის შედეგები ასე გადანაწილდა: 86 მომხრე, 11 მოწინააღმდეგე. დახმარების პაკეტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა.

კანონპროექტს ახლა პრეზიდენტი ბაიდენი მოაწერს ხელს. 

კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი პირობას შეასრულებდა და უკრაინელ ხალხის გვერდით იდგებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 40 მილიარდი დოლარი სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს და „გადარჩენისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის საჭიროებებს დიდწილად დააკმაყოფილებს“.

„იმედი მაქვს შევძლებ ვთქვა, რომ ხმები აბსოლუტურად ერთიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიის სენატორების უმრავლესობას ამ პაკეტის მიღება სურს, ძალიან შემაწუხებელია იმის ნახვამ რომ იმ რესპუბლიკელი სენატორების რიცხვი, ვინც უკრაინისთვის ფინანსების გამოყოფას ამაყად ეწინააღმდეგებიან. 2 დღის წინ 11-მა რესპუბლიკელმა ამ კანონპროექტის უბრალოდ განხილვასაც კი არ დაუჭირა მხარი.

მსოფლიოს გარშემო ჩვენი მტრები გვიყურებენ რას ვაკეთებთ ახლა. როგორ ფიქრობთ, რა დასკვნას გამოიტანენ, თუ უფრო და უფრო მეტ ამერიკელ სენატორს დაინახავენ, ვინც იმ დემოკრატიების დახმარებას ეწინააღმდეგება, ვისაც ავტორიტარიზმი ესხმის თავს? ჩვენმა მეტოქეებმა, შესაძლოა, გამოიტანონ დასკვნა, რომ ამერიკა დანაწევრებულია." - განაცხადა ჩაკ შუმერმა. 

 

close დახურვა