logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება

23 მაი 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock 954
2022/05/23/m6nbddexljailxl.jpg

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

"ომი არ შეჩერდება [არანაირი დათმობის შედეგად]. ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს... და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა უარყო მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსული ძალების დარჩენას ითვალისწინებს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სახმრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება,” - თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბოლოს ერთმანეთს თურქეთში, მარტის ბოლოს შეხვდნენ. გასულ კვირას, ორივე მხარემ, რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ომის დასრულებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შეჩერებულია.


close დახურვა