logo
ENG



ხოშტარია მთავრობას: გაათავისუფლეთ გვარამია, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ სააკაშვილი

23 მაი 202216:02
3 წუთის საკითხავი
clock 1113
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, მოხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული ნაბიჯები ჩამოთვალა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. მათ შორისაა, ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

"ხმამაღლა და კატეგორიულად მოგმართავთ, მოხსენით ის ბარიერები, რაც დღეს აფერხებს ჩვენ ევროპულ მომავალს. კერძოდ, გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, როგორც ამას გეუბნებათ Amnesty International-ი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, ეს მათი სიტყვებია. მიეცით მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მორჩით ძალადობრივი ჯგუფებით ქვეყანაში დაპირისპირების, ცემა-ტყეპის მოწყობას. მორჩით პოლიციის შენობაში ადამიანების ცემას, გაათავისუფლეთ სასამართლო, რომლის ერთ-ერთი წევრი უკვე სანქცირებულია ნიკა გვარამიას საქმის გამო. გადადგით ეს ნაბიჯები, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება ჩვენი წინაპრების და მომავლის წინაშე, ეს პროცესი გააჩეროს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩვენ ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", - თქვა ხოშტარიამ. 


close დახურვა