logo
ENG



გერმანია უნგრეთის გარეშე რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს დაუჭერს

23 მაი 202216:13
3 წუთის საკითხავი
clock 1195
2022/05/23/u0d7hmfd5iqcb9e.jpg

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

ჰაბეკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ჰაბეკმა უნგრეთი გააფრთხილა არ უგულებელყოს ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა გამოსავალი არსებობს. მე ველი, რომ ყველა, მათ შორის უნგრეთი, საერთო გამოსავალზე იმუშავებს.

თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნგრეთის გარეშე ამ გზის არჩევას აპირებს, მე მხარს დავუჭერ. მაგრამ ევროკავშირისგან ეს შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა,” - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარია საჭირო.


close დახურვა