logo
ENG



მაიმუნის ყვავილის პანდემიის საფრთხე?

23 მაი 202220:29
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ურთულესი გამოწვევის წინაშეა, კოვის 19-ისა და უკრაინაში ომის შემდეგ, ახლა მოქალაქეები შიშით აკვირდებიან "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების სტატისტიკასაც. ახალ რისკებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც წერს. ვირუსი აფრიკის კონტინენტის გარდა, გამოვლინდა 15 ქვეყანაში, მათ შორის, 80-სზე მეტი შემთხვევა ევროპაში, ამერიკაში,  კანადაში, ავსტრალიასა და ისრაელში დადასტურდა. საქართველოში მაიმუნის ყვავილის სიპტომები გამოვლენილი არ არის. ბელგია კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ინფიცირებულებს სავალდებულო სამკვირიანი კარანტინი დაუწესა.

 


close დახურვა