
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისი გლობალური საკითხია. ამის შესახებ მან ტოკიოში The Quad-ის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი მონაწილეობდნენ.
"ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს გლობალური საკითხია", - თქვა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი თავის ახლო პარტნიორებთან ერთად ხელს შეუწყობს თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ზრდის ამ მიზნების - საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას", - თქვა ბაიდენმა.