ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა მკლავჭიდის ფედერაციაში. სპორტსმენთა ნაწილი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაასრულა და პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს ასეულობით ათასი ლარის დარღვევა დაუმტკიცდა. ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფს ჯაჭვლიანი და თავად აპირებს წულუკიანის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას. ფედერაციას დაფინანსება მეორე წელია, არ აქვს, საქართველო შეკრებებს ვეღარ მასპინძლობს, ტიტულოვანი სპორტსმენები კი იძულებული არიან, ან ღია ცის ქვეშ ივარჯიშონ, ან ქვეყანა დატოვონ.
ურთიერთბრალდებები მკლავჭიდის ფედერაციაში - რა დაასკვნა აუდიტმა?
24 მაი 202220:43
3 წუთის საკითხავი