ტეხასში, დაწყებით სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 19 ბავშვია, 2 ზრდასრული.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია 18 წლის თავდამსხმელიც, რომელიც სკოლაში შეიჭრა.
ქალაქ უვალდის გუბერნატორის, გრეგ ებოტის განცხადებით, სალვადორ რამოსმა დაწყებით სკოლაში ცეცხლის გახსნამდე, სავარაუდოდ, ბებიამისს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მან მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
"ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი და პატარა ბავშვები, ვინც მომხდარის მომსწრეა, ხედავენ, რომ მათი მეგობრები კვდებიან, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს"- თქვა ბაიდენმა.