logo
ENG



მერის მრჩეველი: ომის დაწყებიდან მარიუპოლში, სულ მცირე, 22 000 ადამიანი მოკლეს

25 მაი 202211:43
3 წუთის საკითხავი
clock 443
2022/05/25/a4oucjt08qob1tj.jpg

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში, სულ მცირე, 22 000 ადამიანი მოკლეს.

მერის თქმით, რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს.

"მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქში ყველგან სიბნელეა. ყველგან სიკვდილისა და ცეცხლის სუნია", - თქვა მერის მრჩეველმა.

ანდრიუშენკოს თქმით, მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში გადასაადგილებლად საჭიროა სპეციალური საშვი, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანა გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი, 2 400-ზე მეტი პირი გაიყვანეს.

რუსეთის განცხადებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია. 

ინაუგურაციის სამი წლისთავისთვის მიძღვნილ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში მყოფების ევაკუაცია თითქმის დასრულებულია. 


close დახურვა