logo
ENG


საელჩო: უკრაინის დასახმარებლად საქართველოში 1 000 ტონაზე მეტი ტვირთი და ₾2.5 მლნ შეგროვდა

25 მაი 202217:42
3 წუთის საკითხავი
clock 336
2022/05/25/zr9zdko4juutrri.jpg

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ ჰუმანიტარულ ტვირთსა და ფინანსებზე, რაც უკრაინამ საქართველოდან მხარდაჭერის სახით მიიღო.

კასიანოვის თქმით, 24 მაისის მონაცემებით საქართველოდან უკრაინაში 1 000ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება 4 თვითმფრინავით და 44 სატვირთო მანქანით გაიგზავნა.

უკრაინელი დიპლომატის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად საელჩოს ანგარიშზე სულ ჩაირიცხა 2 380 625 ლარი, 57 000-ზე მეტი დოლარი და 2 600-ზე მეტი ევრო.

კასიანოვის თქმით, შეგროვილი თანხიდან ამ დროისთვის საელჩოს განკარგულებაში რჩება 845 ლარი, 26 000-ზე მეტი დოლარი და 766 ევრო დანარჩენი ფინანსები კი სხვადასხვა პროდუქტისა და სამედიცინო საშუალებების შესაძენად დაიხარჯა.

შეგროვებული ფინანსებით საელჩომ შეიძინა:

  • საველე აფთიაქები: 600 ერთეული, სამხედროების დასახმარებლად - თითოეული 114 ათასი დოლარის ღირებულების;
  • ბავშვთა საკვები საშუალებები - დაიხარჯა 50 ათასი დოლარი;
  • ტაქტიკური სამედიცინო აღჭურვილობა: უპირველეს ყოვლისა,სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა - დაიხარჯა 90 ათას დოლარზე მეტი;
  • სურსათის პროდუქტები: ძირითადად ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები -  დაიხარჯა 544 ათას დოლარზე მეტი.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმ ფულადი თუ ჰუმანიტარული ტვირთისთვის, რაც უკრაინის დასახმარებლად საქართველოდან გაიგზავნა და განაცხადა, რომ მომავალში მიღებული ფინანსებიც ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. 

კასიანოვის ცნობით, საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება, მათგან 5 500 ბავშვია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რომ უკრაინიდან ლტოლვილები აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.


close დახურვა