
ამერიკელ მსახიობს, კევინ სპეისის 3 კაცის მიმართ სექსუალური ძალადობის 4 ფაქტზე ბრიტანეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
62 წლის მსახიობს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მეტროპოლიტენის პოლიციამ 2005-2013 წლების პერიოდში სპეისის წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების სამხილები გამოიძია.
3 საჩივარი ლონდონში 2005-2008 წლებში სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ეხება, 1 კი გლოსტერშირში 2013 წელს მომხდარ ფაქტს.
ბრიტანეთის პროკურატურის თქმით, სპეისისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოიძიეს მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურის მიერ შეგროვებული სამხილები.
კევინ სპეისი 2 ოსკარს ფლობს. ის ცნობილია როლებით ფილმებში Seven, LA Confidential, American Beauty ასევე Netflix-ის სერიალ House of Cards-ში.
კევინ სპეისის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2017 წელს მოძრაობა #MeToo-ს გააქტიურებისას გახდა ცნობილი.
კევინ სპეისი 2004-2015 წლებში ლონდონის Old Vic თეატრის შემოქმედებითი დირექტორი იყო. თეატრის ინფორმაციით, მათ კევინ სპეისის მხრიდან არასათანადო ქმედებების შესახებ 20 ჩვენება მიიღეს.