ჭყონდიდელი სტეფანე საქართველოს ჰიმნის ტექსტს აკრიტიკებს.
მისთვის მიუღებელია სიტყვები"დიდება თავისუფლებას".
"ახლა რომ ამბობენ, დიდება თავისუფლებასო. რომელ თავისუფლებას დიდება, დიდება თავისუფლებას საერთოდ რას ნიშნავს? დიდება უფალს, რომ ეს თავისუფლება მოგვანიჭა. მაგრამ დიდება თავისუფლებას რას ნიშნავს? წარმოუდგენელი რაღაცაა. თავისუფლება, როგორც ასეთი, არის უფლისაგან მონიჭებული ნიჭი. უნდა ვადიდოთ მომნიჭებელი და არა მონიჭებული. ჩვენ როცა ვადიდებთ, უფალი უნდა ვადიდოთ. ის თავისუფლება ბრჭყალებშია, ნამდვილი თავისუფლება არ არ არის. როცა ვამბობთ "დიდება თავისუფლებას", იქ გაგებულია ლიბერალური თავისუფლება". - თქვა მან ერთ-ერთ ქადაგებაში.