logo
ENG



სამგორში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

30 მაი 202218:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, სამგორის რაიონში მოხდა.

არასრულწლოვანი ამტელ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ფორმულა კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის გამგეს ესაუბრა. მერაბ ჯოხარიძის თქმით, მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთდა.

"მძიმედ იყო, სისხლის ბევრი დანაკარგი ჰქონდა. გაუკეთდა ოპერაცია. შეჩერდა სისხლდენა და ვნახოთ, როგორ იქნება"- ამბობს მერაბ ჯოხარიძე. 

პირველადი ცნობით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის, სავარაუდოდ, სკოლაში დაიწყო, თუმცა გარჩევა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მოხდა და მასში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა