logo
ENG



თსუ: სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ

30 მაი 202220:16
3 წუთის საკითხავი
clock 1063
2022/05/30/mwc5no1yguxlxa3.jpg

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში - ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.

"ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა" - ამბობს თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი.

მისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება.

დღეს თსუ-ის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტუდენტების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება იყო.


close დახურვა