logo
ENG



გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეეფარდა

02 ივნ 202220:08
3 წუთის საკითხავი
clock 989

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ოზთურქისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვაზე წარუდგინა.

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა